ფეხბურთი

16:19 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ყუმბარისებული დარტყმით გამოირჩეოდა" - დავით მუჯირი ავსტრიაში გაიხსენეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი დავით მუჯირი ავსტრიის ბუნდესლიგის გამორჩეულ ლეგიონერებში მოხვდა. ადგილობრივმა გამოცემა Spox-მა წარსულიდან 23 არავსტრიელი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაც ბუნდესლიგაში უთამაშიათ.

ერთ-ერთი კი დავით მუჯირია, რომელიც თავის დროზე გრაცის „შტურმის“ ღირსებას იცავდა, სადაც ახლა ოთარ კიტეიშვილი ირჯება.

„დავით მუჯირს ჰქონდა ყუმბარისებული დარტყა. ქართველმა ფლეიმეიქერმა 130 მატჩში 32 გოლი გაიტანა და შემდეგ მოსკოვის „ლოკომოტივში“ ითამაშა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მუჯირი „შტურმში“ 2001-2005 წლებში თამაშობდა, მერე კი რუსეთს მიაშურა, სადაც წარმატებული პერიოდი „კრილია სოვეტოვში“ ჰქონდა, იქიდან მოსკოვის „ლოკომოტივში“ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში „დინამო თბილისის“, ტირასპოლის „შერიფის“, იაპონური „ჰიროშიმასა“ და „ზესტაფონის“ ფეხბურთელიც იყო.

0.124191