ფეხბურთი

15:41 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელიტარული კლუბები

ალბათ შეგინიშნავთ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე რამდენიმე გუნდის მაისურის მკლავზე დატანილი ლოგო, რომლის ტარების უფლება თუ პატივი ყველა კლუბს არ აქვს.

ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ისინი ელიტარულ გუნდებს წარმოადგენენ. ლოგო იმ კლუბების მაისურებს ამშვენებს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა/თასი მინიმუმ ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოიგეს.

ასეთი კი ევროპის მასშტაბით ოდენ ექვსი გუნდია: „რეალი“ (13-გზის ჩემპიონი), „მილანი“ (7-გზის), „ლივერპული“ (5-გზის), „ბარსელონა“ (5-გზის), „ბაიერნი“ (5-გზის) და „აიაქსი“(4-გზის). ამსტერდამელები ლოგოს იმიტომ ატარებენ, რომ ჩემპიონთა თასი მიჯრით ზედიზედ სამჯერ მოიგეს (1971-1973 წლებში).

სხვათა შორის, „აიაქსის“ გარდა, იგივე შედეგი „ბაიერნს“ (1974-1976) და „რეალს“ (2016-2018) აქვთ. „სამეფო კლუბი“ კი ამასთან ერთადერთია, რომელმაც ტურნირი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო, შორეულ 1956-1960 წლებში.

0.150947