კალათბურთი

1:36 | 10.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2021 გადაიდო

ფიბამ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო 2022 წლისთვის გადადო. ამის შესახებ ფიბას ვებგვერდი იტყობინება. ასეთი ნაბიჯი ბუნებრივია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდგა.

აღსანიშნავია, რომ მაისში ფიბა-ევროპის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბება და თუ ამ საკითხს დაამტკიცებს, ცვლილებები ძალაში ოფიციალურად შევა. თუმცა, ამთავითვე შეიძლება თქმა, რომ ეს დიდი ალბათობით ფორმალობაა და კომიტეტი გადაწყვეტილებას დაეთანხმება.

შედეგად, განისაზღვრა ახალი თარიღი: ევრობასკეტი 2021 წლის ნაცვლად 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია.

0.142304