კალათბურთი

23:30 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ისეთი ძლიერი გუნდი აღარ იქნება" - ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტი" გაიხსენა

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ვეტერანი ცენტრის განცხადებით, 2016-2017 წლების სეზონში „უორიორზს“ საოცარი გუნდი ჰყავდა, რომლის მსგავსი არ უნახავს.

„ამჟამინდელ გუნდებს აქტიურად ვუყურებ, მაგრამ 30 გუნდიდან არცერთი არ არის ახლოს, 2016-2017 წლების სეზონის „გოლდენ სტეიტთან“. ეს შეიძლება ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ატმოსფერო და ენერგია, რომელიც ჩვენ გვქონდა არმგონია ახლო მომავალში მსგავსი ვნახოთ.

არც ვახსენებ ნიჭს, ამაზე უნდა ვისაუბრო? პარკინგის დროს მარცხნივ კევინ დურანტის მანქანა იდგა, მარჯვნივ - სტეფ კარის. ეს საოცრება იყო. ახლა, როდესაც უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ძველ თამაშებს ვუყურებ და სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ ყველას ვუგებდით და ყველას ვანადგურებდით. ფასდაუდებელი ურთიერთობა გვქონდა, გასახდელში შესანიშნავი გარემო იყო, მეგობრობა და ერთმანეთზე ზრუნვა, სიამოვნება და გართობა“, - გაიხსენა ზაზამ Nbcsports-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა და საჩემპიონო ბეჭედი ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124359