ფეხბურთი

10:26 | 9.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე სენეგალში საავადმყოფოს აშენებს

„ლივერპულის“ შემტევი სადიო მანე დიდებული ადამიანი და უანგარო ქველმოქმედი რომ გახლვათ, არახალი ამბავია. ბრიტანული მედიის ცნობით, სამშობლოში მორიგ კეთილ საქმეს აკეთებს.

მანე სენეგალში საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაიხსნება და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უსასყიდლოდ მოემსახურება.

შეგახსენებთ, გასულ წელს სადიომ სენეგალში სკოლა ააშენა და თანამემამულეებს განათლების მიღებაში ეხმარება.

0.11038