ფეხბურთი

1:10 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მორატი: "ინტერისთვის" მესის შეძენა ოცნება არაა"

მილანის „ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი მიიჩნევს, რომ „ნერაძურის“ ლიონელ მესის გადაბირება შეუძლია და ეს ოცნების სფერო არაა.

„ჩემი აზრით, მესი წარმოადგენს ოცნებას, რომელიც „ინტერისთვის“ აკრძალული არაა. ვფიქრობ, რომ აკრძალული ოცნება არც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. მას კონტრაქტი მალე ეწურება და მიმაჩნია, რომ „ინტერის“ ხელმძღვანელობამ მისი ყიდვა უნდა სცადოს“, - განაცხადა მორატიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, თუმცა კატალონელთა პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დარწმუნებულია, რომ მხარების ხელშეკრულებას გაახანგრძლივებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110402