ფეხბურთი

11:58 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პასტორე: "ფეხბურთის თამაშის გამო ჩემი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას არ ვაპირებ"

იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ხავიერ პასტორე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ფეხბურთის თამაშს არ აპირებს. არგენტინელი ფეხბურთელი ხელფასების შემცირებასაც ემხრობა, რადგან ახლა სპორტული აქტივობები შეჩერებელია.

„ვნახოთ ორ კვირაში რა შეიცვლება, შეიძლება ივნისში დავუბრუნდეთ თამაშს, მაგრამ საკმარისია ჩინეთს შევხედოთ, სადაც სამი თვეა კარანტინია, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუწყიათ თამაში.

ჯანმრთელობა მთავარია. ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის წარმოადგენდა მთელ ცხოვრებას, 5 წლის ასაკიდან, მაგრამ ჩემს სიცოცხლეს რისკის ქვეშ ბურთის თამაშის გამო არ დავაყენებ.

ვფიქრობ, რომ ლოგიკურია ჩვენი ხელფასების შემცირება და ან ჩამოჭრა. ვნახოთ ერთი თუ ორი თვის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სიტუაციიდან უვნებლად გამოვიდეთ. თუ არ ვთამაშობთ, ხელფასის შემცირება ნორმალურია“, - განაცხადა პასტორემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117035