ფეხბურთი

1:01 | 5.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინის უძილო ღამეები: უეფა რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეწყვეტილი სეზონი უნდა დასრულდეს. სლოვენიელი იმედოვნებს, რომ აგვისტოს დასაწყისში სეზონს დასრულებას მოახერხებენ და არ გამორიცხავს მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტსაც.

„ტურნირის დასრულება მიმდინარე სისტემით ან მშრალი თამაშებითაა შესაძლებელი, რომლის მასპინძელი წილისყრით გაირკვევა. არის ასევე ნეიტრალურ სტადიონზე თამაშის ვარიანტიც. „ოთხთა ფინალი“ ამ ეტაპზე მხოლოდ თეორია, მაგრამ 3 აგვისტოსთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებული უნდა იყოს.

ერთადერთი არასწორი არჩევანი იქნებოდა მოედანზე დაბრუნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ფეხბურთელების, ტექნიკური პერსონალის, გულშემატკივრების, მსაჯებისა და პროფესიონალი მუშაკების ჯანმრთელობას. თუმცა, თუ საფრთხე არ იარსებებს, პრობლემას ვერ ვხედავ. ამ მომენტში ვარსკვლავები არა ფეხბურთელები, არამედ ექიმები და ექთნები არიან.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე გეგმა, რომ განვაახლოთ ევროთასები. ზოგი ითვალისწინებს მაისში, ზოგი ივნისში, ზოგიც ივლისში მოედანზე დაბრუნებას. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ თამაშს არ დავუბრუნდებით. არსებობს სპეციალურად შექმნილი ჯგუფები, რომელიც შედგება უეფას, ლიგისა და კლუბის წარმომადგენლებისგან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნების ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. საჭიროების შემთხვევაში უმაყურებლოდაც ვითამაშებთ და ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში დაბრუნდება.

ბევრი უძილო ღამე გავატარე, დილის 4 საათზე ვიღვიძებ, უკვე ძილიც აღარ შემიძლია“, - თქვა ZDF-თან საუბარში ჩეფერინმა.

0.150476