ფეხბურთი

21:58 | 4.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსში ისევ თამაშობენ და ქართული "დერბიც" გაიმართა

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ბელარუსში საფეხბურთო ჩემპიონატი შეუფერხებლად მიმდინარეობს და დღეს მესამე ტურის მატჩებიც ჩატარდა, ქართული "დერბიც“ შედგა.

სოლიგარსკის „შახტიორმა“ „ნემას“ უმასპინძლა და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს, მოედანზე კი სამი ქართველი იყო.

მასპინძელთა რიგებში გეგა დიასამიძემ 85 წუთი ითამაშა, ხოლო ლაშა შინდაგორიძე 69-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. რაც შეეხება სტუმრებს, გიორგი ქანთარიამ შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე გააფრთხილეს.

ორივე გუნდს სამი ტურის თავზე 4-4 ქულა აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ. სხვათა შორის, ბელარუსის გარდა, ფეხბურთს ახლა მხოლოდ ბურუნდიში და ნიკარაგუაში თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112226