ფეხბურთი

22:52 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "რონალდო დელ პიეროს ყიდვას მთხოვდა, საუკეთესო გუნდი გვეყოლებაო"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ ბრაზილიელ რონალდოსთან დიალოგი გაიხსენა. ლეგენდარული მოთამაშე პრეზიდენტს „იუვენტუსიდან“ ალესანდრო დელ პიეროს ყიდვას სთხოვდა.

„რონალდომ დელ პიეროს ყიდვა მირჩია, მის გვერდით თამაში უნდოდა და მითხრა: „აზრი არ აქვს ამდენი ფეხბურთელის ყიდვას, საკმარისია დელ პიერო შეიძინო და ჩვენ ძალიან ძლიერები გავხდებით". თუმცა, ტრანსფერი შეუძლებელი იყო, რადგან „იუვენტუსი“ მასს არასდროს გაყიდდა“, - უთხრა მორატიმ Gazzetta Dello Sport-ს.

ამრიგად, დელ პიეროსა და რონალდოს დუეტი არ შედგა. მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე ამინდს ქმნიდა საფეხბურთო სამყაროში. ისინი განსხვავებული თვისებების მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმხანად ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესოს არა) დუეტს შექმნიდნენ.

თუმცა, დელ პიერო „იუვენტუსით“ იყო მოწამლული და შავ-თეთრი მაისურით 19 სეზონში 705 თამაში ჩაატარა. რონალდო კი მოგვიანებით „ინტერიდან“ „რეალში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114204