ისტორია

9:11 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

3 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1905 ბუენოს აირესში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბოკა ხუნიორსი”. არგენტინის 32-გზის ჩემპიონი (7-ჯერ სამოყვარულო დონეზე). ექვსჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, სამჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი. მთლიანობაში მოგებული აქვს 18 საერთაშორისო ტიტული. ასპარეზობს “ბომბონერას” სტადიონზე, რომელიც 49 ათას მაყურებელს იტევს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905 ბუენოს აირესში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბოკა ხუნიორსი”. არგენტინის 32-გზის ჩემპიონი (7-ჯერ სამოყვარულო დონეზე). ექვსჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, სამჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი. მთლიანობაში მოგებული აქვს 18 საერთაშორისო ტიტული. ასპარეზობს “ბომბონერას” სტადიონზე, რომელიც 49 ათას მაყურებელს იტევს.

1908 - სუპერმძიმეწონოსანმა პროფესიონალმა მოჭიდავემ, ფრენკ გიოჩმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორსაათიან პაექრობაში მოიპოვა.

1933 - გაიმართა ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჰოკეის ისტორიაში. “ტორონტო მეიფლ ლივზმა” ერთი საათის, 44 წუთისა და 46 წამიან ოვერტაიმში “მონრეალ კანადიენსი” კენ დორატის მიერ გატანილი შაიბით დაამარცხა.

1935 - იაპონელმა სტაიერმა, იასუო იკენადამ მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:26,44).

1936 - გაიმართა ყველაზე მოკლე საკრივო ორთაბრძოლა. იგი 10 წამში დასრულდა. ულ კარმა პირველი დარტყმით დაანოკაუტა ლუი მესიუ.

1961 - ავიაკატასტოფაში მოჰყვა ჩილეს საფეხბურთო კლუბი “გრინ გროსი”. ავიაკატასტროფას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1967 - ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, ტურისტული საგზურით ავსტრიაში საქომაგოდ ჩასულმა სოციალისტური ბანაკის 113-მა წარმომადგენელმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

1971 - მიონხენგლადბახში გერმანული ბუნდესლიგის მატჩში ერთმანეთს იქაური “ბორუსია” და ბრემენის “ვერდერი” ხვდებოდნენ, როცა ასპარეზობის მეორე ნახევარში (ანგარიში 1:1 იყო) მასპინძელთა ფორვარდი ჰერბერტ ლაუმანი და სტუმართა მეკარე გიუნტერ ბერნარდი ძელს (იგი ხისგან იყო დამზადებული) შეასკდნენ და დაშალეს. “ბორუსიამ” ახალი კარის დადგმა ვერ შეძლო, რისთვისაც 0:2 ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. იმ დღიდან ლაუმანმა საფეხბურთო კარის უფრო მყარი მასალისგან დამზადება ჩაიფიქრა და ორი წლის შემდეგ ალუმინის კარი შესთავაზა ჩემპიონატის ორგანიზატორებს. სადღეისოდ ლაუმანის მიერ დაარსებული ფირმა “შპორტჰერატე” ამ ტიპის სპორტული პროდუქციის წარმოების ლიდერია.

1975 - ამერიკელმა მოჭადრაკე ბობი ფიშერმა, ანატოლი კარპოვთან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვის მიზნით პაექრობის გამართვაზე უარი განაცხადა.

1988 - მარიო ლემიემ უეინ გრეცკის შვიდწლიანი ჰეგემონიის შემდეგ, ჰოკეის ეროვნულ ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ჩამოართვა.

1991 - ტომას ბოსმა 3 კილომეტრზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:65,16).

2005 - კალათბურთში, საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ მატჩში, სტუ-ავიამშენიდაამარცხადა საპატიო პრიზი დაისაკუთრა.

2005 - ბაჰრეინში გამართულ ფორმულა-1-ის გრან-პრიში, პირველობა “რენოთი” მოასპარეზე ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვა.

2010 - საქართველოს რაგბის 18 წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში ბელგიას 18:15 სძლია და პირველადმოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო.

2011 - დორტმუნდში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 60 კგწონით კატეგორიაში პირველობა რევაზ ლაშხმა მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1880 - ხორხე გიბსონ ბრაუნი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი მეოცე საუკუნის დასაწყისში. ითამაშა არგენტინელთა ეროვნული გუნდის პირველ ოფიციალურ მატჩში. სულ ნაკრებში ჩაატარა 23 შეხვედრა, გაიტანა 4 გოლი. მისი ოთხი ძმა ასევე ფეხბურთელები იყვნენ და ოთხივეს არგენტინის ჩემპიონატების მატჩებში აქვთ ნათამაშები.

1899 - დევიდ ჯეკი. 1920-30-იან წლებში “Bოლტონ უონდერერზისა” და “არსენალის” ფორვარდი. ფლობდა ბრწყინვალე დრიბლინგს. ინგლისის სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი.

1903 - ნილო მურტინიო ბრაგა. 1920-30-იან წლებში ბრაზილიელი სუპერბომბარდირი. “ბოტაფოგოს” 205 მატჩში გაიტანა 185 გოლი. რიო დე ჟანეიროს შტატის შვიდგზის ჩემპიონი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1911 - სტანისლავა ვალაშევიჩი. ამერიკელი მძლეოსანი. ქალთა შორის სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი. ვალაშევიჩის სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ იგი... მამაკაცი იყო.

1924 - ჟეშუშ კორეია. 1940-50-იანი წლების პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის “სპორტინგის” ფორვარდი. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. პორტუგალიის შვიდგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1927 - ევა ჟეკელი. უნგრელი მოცურავე. 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1941 - სალვადორ სადურნი. 1960-იან წლებში ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების სათადარიგო მეკარე. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 1961-75 წლებში იცავდა “ბარსელონას” ღირსებას. 1974 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 1966-ში კი მოიპოვა ბაზრობათა თასი. 1969, 1974 და 1975 წლებში დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მეკარედ.

1942 - ადემირ დე გუია. ბრაზილიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გამოდიოდა “პალმეირასში” და ითვლება ამ გუნდის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონი, შვიდჯერ გახდა პაულისტას შტატის ჩემპიონი.

1947 - ლადისლავ კუნა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და ტრნავას “სპარტაკის” ნახევარმცველი. ტრნაველთა შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 424 მატჩი, რაც “სპარტაკის” საკლუბო რეკორდია. ჩეხოსლოვაკიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1947 - თეო პალპლაცი. 1960-70-იან წლებში ჰოლანდიის ენსხედეს “ტვენტეს” ფორვარდი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 384 მატჩი, გაიტანა 82 გოლი. 1975 წელს გახდა ჰოლანდიის თასის მფლობელი. 1972 წელს უეფას თასის მატჩებში თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ ითამაშა და დავით გოგიას გოლიც გაუტანა.

1948 - ჰანს გეორგ შვარცენბეკი. გერმანიის ფედერაციული ნაკრებისა და მიუნხენის ფეხბურთელთა კლუბ “ბაიერნის” მცველი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 1972 წლის პირველობის გამარჯვებული და 1976 წლის ტურნირის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი. მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში გამოსვლისას სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, ერთხელ თასების მფლობელთა თასი. 1974 წლის 15 მაისს ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში ანგარიში გააყაიმა, რისი წყალობითაც დაინიშნა გადათამაშება, რომელიც “ბაიერნმა” 4:0 მოიგო. შვარცენბეკი ექვსჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, სამჯერ დაეუფლა გერმანიის თასს. მიუნხენის “ბაიერნში” ჩაატარა 416 მატჩი.

1949 - ვალერი ვასილიევი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” მცველი. ორგზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, 1976). მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1952 - ვიაჩესლავ ლემეშევი. საბჭოთა მოკრივე. 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი (75 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი.

1954 - იური პუდიშევი. მოსკოვისა და მინსკის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1982).

1964 - ანდრეი ლომაკინი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1964 - ელენა რუზინა. რუსი მძლეოსანი. 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. ევროპის ორგზის ჩემპიონი.

1974 - მარკუს ბრაუნი. ამერიკელი კალათბურთელი (მსროლელი). თამაშობდა “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზში”, “დეტროიტ პისტონზში”, ფრანგულ “ლიმოჟში”, მოსკოვის ცსკაში, ესპანურ “მალაგაში”, კაუნასის “ჟალგირისში” (191 სმ). მოგებული აქვს საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთისა და ლიტვის ჩემპიონობა.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1962 - ბენი “კიდ” პარეტი. ამერიკელი მოკრივე. პაექრობის დასრულებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134035