ფეხბურთი

0:06 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაბიადინი კორონავირუსს ამარცხებს

გენუის „სამპდორიას“ ფეხბურთელი მანოლო გაბიადინი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან. ლიგურიელთა შემტევის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ჩემს შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი იყო, ერთი დღე სიცხე მქონდა და ხუთი-ექვსი დღე ხველება. სახლში ვიმკურნალე, ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა და ყველა მითითებას ვასრულებდი. ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ 24 საათის შემდეგ მეორე პასუხს უნდა დაველოდო, რომ განკურნებულად ჩავითვალო.

კარგად ვარ, ვვარჯიშობ სახლში და ეს ამას უკვე ორი კვირაა ვაკეთებ. ამ ვირუსმა ჩემზე დიდი გავლენა მაოხდინა, ვფიქრობდი ოჯახის წევრებზე, რომლებიც სახლში იყვნენ ჩაკეტილნი“, - თქვა მანოლომ.

0.11192