ფეხბურთი

22:51 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოდინს ესპანეთში დაბრუნების ვარიანტი აქვს

მილანის „ინტერის“ მცველი დიეგო გოდინი ზაფხულში დიდი ალბათობთ გუნდს შეიცვლის. ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიაში კომფორტულად ვერ მოეწყო და ანტონიო კონტე ხშირად ახალგაზრდა ალესანდრო ბასტონისაც ამჯობინებს.

ამიტომაც, გოდინი კლუბის დატოვებას განიხილავს და ვარიანტებიც არ აკლია. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ვალენსია“ მზადაა სამხრეთ ამერიკელი ესპანეთში დააბრუნოს, სადაც „ვილიარეალსა“ და „ატლეტიკოში“ წლების განმავლობაში ირჯებოდა.

გარდა ამისა, საუბარია ლონდონის „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებაც.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გოდინმა „ინტერის“ ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 25-ჯერ დიაცვა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121276