ფეხბურთი

10:27 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის დაუვიწყარი საღამო: ჰეთ-თრიქი "რეინჯერსის" მაისურით (+VIDEO)

2002 წლის 4 დეკემბერს შოტლანდიის პრემიერლიგაში ერთი რიგითი მატჩი გაიმართა, „აიბროქსზე“ „რეინჯერსმა“ „ლივინგსტონს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო იმარჯვა - 4:3.

თუმცა, ეს თამაში იმხანად გლაზგოური გუნდის ქართველი ფორვარდის, შოთა არველაძის ბენეფისად იქცა. ჩვენებურმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და „რეინჯერსის“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

შოთამ მე-10 და მე-18 წუთებზე ორჯერ თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი, ხოლო მეორე ტაიმის პირველივე წუთზე უკვე ფეხითაც შეძლო სტუმართა დამწუხრება და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. სხვათა შორის, ალექს მაკლიშის გუნდი 4:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ მოდუნდა და ნერვიულობის ფონზე მოუწია 3 ქულის მოპოვება. შოთა არველაძის შოტლანდიურ კარიერაში კი, ის საღამო დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

0.11975