ფეხბურთი

23:39 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის მიუხედავად უიქ-ენდზე მეორე ქართული გოლი გავიდა (+VIDEO)

კორონავირუსის მიუხედავად ბელარუსის ჩემპიონატი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მეორე ტურში ორი ქართული გოლიც გავიდა.

გიორგი ქანთარიას „ნემანმა“ „ვიტებსკს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

22 წლის ფეხბურთელი „ნემანის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მისი გუნდი კი ორი ტურის თავზე 3 ქულით მეშვიდე ადგილზეა. შეგახსენებთ, გუშინ სოლიგარსკის „შახტიორის“ რიგებში გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა.

0.14601