ფეხბურთი

21:57 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის კლუბებმა ხელფასების დროებით შემცირება დაიწყეს

"ბარსელონას" შემდეგ ლა ლიგის კიდევ რამდენიმე კლუბმა გადაწყვიტა საკუთარი ფეხბურთელებისთვის ხელფასები დროებით შეემცირებინა. კორონავირუსის გავრცელების გამო ხარჯების შემცირება დაიწყო "ესპანიოლმა", მადრიდის "ატლეტიკომ" და "ალავესმა".

ლა ლიგის სხვა კლუბებიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყებენ ხელფასების შემცირებას, სანამ სეზონი ნორმალურად არ განახლდება. მხოლოდ ერთი კლუბია "ვალიადოლიდი", რომელმაც გადაწყვიტა არ შეემცირებინა ხელფასები და ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა გასამრჯელოს გადახდა პერსონალისთვის.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098694