ფეხბურთი

0:42 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "ბარსელონაში" გადასვლა ნურიმ მირჩია, როდესაც კომაში იყო"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა განაცხადა, რომ თავის დროზე ესპანურ გუნდზე არჩევანი აბდელაკ ნურის რჩევით შეაჩერა, როდესაც მისი ყოფილი თანაგუნდელი ჯერ კიდევ კომაში იყო.

„როდესაც ჯერ კიდევ უნდა ამერჩია კლუბი, სადაც კარიერას გავაგრძელებდი, ნურისთან წავედი, რომელიც ჯერ კიდევ კომაში იყო. დედამისთან ერთად მივედი მასთან, მან ჰკითხა: „შვილო სად უნდა წავიდეს ფრენკი?“ როდესაც „ბარსელონა“ ახსენა, ნურიმ წარბი ასწია. ლამაზი მომენტი იყო, ის არჩევანის გაკეთებაში დამეხმარა“, - ციტირებს დე იონგის სიტყვებს De Wereld Draait-ი.

შეგახსენებთ, ნური გუშინ საავამდყოფოდან სახლში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

0.103424