ჩოგბურთი

21:58 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ჩატარების საკითხი მომავალ კვირას გაირკვევა

უიმბლდონის ორგანიზატორები ტურნირის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ და გადაწყვეტილებას, ან ჩატარების ან გადადების შესახებ მომავალ კვირას მიიღებენ. აღნიშნული განცხადება უიმბლდონის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"ვადასტურებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების ყველა შესაძლო სცენარის დეტალური შეფასება მიმდინარეობს, მათ შორის გადადების და გაუქმების ვარიანტიც განიხილება. კლუბის საბჭოს წევრებს საგანგებო შეხვედრა შემდეგ კვირას ექნებათ. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ბალახის ჩოგბურთის ასოციაციასთან, ასევე ATP-თან, WTA-თან, საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციასა და სხვა დიდი სლემის ტურნირის ორგანიზატორებთან." - ნათქვამია უიმბლდონის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უიმბლდონი გეგმის მიხედვით 29 ივნისს უნდა დაიწყოს და ორი კვირა გასტანს. საფრანგეთის ღია ჩემპიონატი უკვე გადაიდო და გრუნტის საფარზე გასამართი დიდი სლემის ტურნირი 20 სექტემბერს დაიწყება, ამერიკის ღია ჩემპიონატის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ. აშშ-ს ჩოგბურთის ფედერაცია სხვადასხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაციაშია და ჯერჯერობით ტურნირის გადადებას არ გეგმავს. ქალთა და კაცთა საჩოგბურთო სეზონი კი 7 ივნისამდეა შეჩერებული.

თეგებიუიმბლდონი
0.113139