ფეხბურთი

22:10 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სწორ ადგილას უდროო დროს - ქინქლაძე ამის ნათელი მაგალითია"

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Onefotoball-ი „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებს ადგენს და ნომინანტთა შორის გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.

ქართველს ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენციას ფერნანდინიო და კოლინ ბელი უწევდნენ. გეტყვით, რომ გამარჯვება ბელის დარჩა, ხოლო ქინქლაძე პოპულარულმა გამოცემამ შემდეგნაირად დაახასიათა:

„ქინქლაძე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხვდეს შესანიშნავი მოთამაშე სწორ ადგილას უდროო დროს. ალან ბოლიმ 1995 წლის ზაფხულში ხელი მოაწერა „დინამოს“ ქართველ ფეხბურთელთან, რომელმაც გუნდის თამაშის ტემპი ააჩქარა.

მისი ბრწყინვალება საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ კლუბი დაქვეითებისგან გადაერჩინა, მაგრამ გულშემატკივრებთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სანამ „აიაქსში“ გადავიდოდა. ქინქლაძემ მისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა და ვინ იცის რა მოხდებოდა, კლუბის ისტორიაში უფრო წარმატებულ პერიოდში რომ ეთამაშა“, - წერს გამოცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115441