ჩოგბურთი

18:20 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ჩოგბურთელი

20 წლის ბრაზილიელი სეიბოთ უილდი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. უილდმა რამდენიმე კვირის წინ სანტიაგოს ტურნირი მოიგო, ის მსოფლიო რეიტინგში 114-ე პოზიციაზეა.

ჩოგბურთლმა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელა. ის ამბობს რომ მკაცრად მიყვება ექიმების მითითებებს და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამდროისთვის ბრაზილიაში კორონავირუსის 2271 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 47 ადამიანი გარდაიცვალა და ორი გამოჯანმრთელდა.

0.116478