ფეხბურთი

20:15 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსმა ფეხბურთი ავსტრალიაშიც შეაჩერა

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო მინიმუმ 22 აპრილამდე შეჩერდა.

"ჩვენი პრიორიტეტი, სპორტსმენების, მაყურებლების და ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობაა. მთავრობის მითითებებს უნდა მივყვეთ და მათი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე ქვეყნის ჩემპიონატს მინიმუმ 22 აპრილამდე ვაჩერებთ"- ნათქვამია ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ავსტრალიის კონტინენტზე ახალი კორონავირუსით 2000-მდე ადამიანია დაინფიცირებული, საიდანაც რვა ადამიანი გარდაიცვალა.

0.113754