ფეხბურთი

17:46 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ ხამესით დაინტერესდა

„მანჩესტერ სიტიმ,“ შესაძლოა, „რეალის“ ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი შეიძინოს - გვამცნობს Don Balon.

გამოცემის მტკიცებით, „ქალაქელები“ სერიოზულად დაინტერესბულან კოლუმბიელი შუახაზელით და მზად არიან მის ხელში ჩასაგდებად, „ევერტონსა“ და „ვულვერჰემპტონს“ კონკურენცია გაუწიონ. არის კიდევ ერთი ვარიანტი, ხამესი შეიძლება „სამეფო კლუბს“ თავდამსხმელ ბერნარდუ სილვაში გაუცვალონ.

მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით 28 წლის ხამესმა 13 მატჩში 1 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. პორტალი Transfermarkt.com მის სატრანსფერო ღირებულებას 40 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125879