ფეხბურთი

21:55 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტონი: „კეინის ნაცვლად, „იუვენტუსმა“ ჯობს ჟეზუსი შეიძინოს“

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუკა ტონიმ, კლუბის ხელმძღვანელობას „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი შემტევის, გაბრიელ ჟეზუსის შეძენა ურჩია.

„რონალდუ კლასიკური ცენტრფორვარდი არ არის, მაგრამ მას გოლების უმეტესობა გააქვს. ვფიქრობ, ჰარი კეინი, რომელიც დღეს, 30 წლამდელთა შორის საუკეთესო შემტევად მიმაჩნია, შეიძლება კრიშტიანუს ვერ შეეწყოს.

მიმაჩნია, რომ გაბრიელ ჟეზუსი უფრო მოერგებოდა „იუვენტუსს.“ მას გოლებიც ბევრი გააქვს და ასისტენტობაც ჩინებულად გამოსდის. პრესინგშიც მონაწილეობს და თავისუფალ ზონებსაც ქმნის. თანაც, ის მხოლოდ 22 წლისაა.“ - ციტირებს ტონის სიტყვებს Tuttosport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113157