სხვა

14:59 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოტავა სენატორსის" ორ ჰოკეისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ამერიკის ეროვნული ჰოკეის ლიგის გუნდს "ოტავა სენატორსის" კიდევ ერთ მოთამაშეს კორონავირუსი აღმოაჩნდა, სულ კი ჯამში ორი დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. "ოტავა სენატორსი" ტესტის პასუხებს კიდევ ელოდება და შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

აღნიშნული მოთამაშეები გუნდთან ერთად მოგზაურობდნენ, რომლის დროსაც ზედიზედ სამი საგარეო შეხვედრა სან ხოსეში, ანაჰეიმსა და ლოს ანჯელესში ჩაატარეს. აღნიშნული ტურის დროს ერთად მოგზაურობდა 52 ადამიანი, მათ შორის მოტამაშეები, სტაფის წევრები, მედიის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ამერიკის ეროვნული ჰოკეის ლიგა დროებით შეჩერებულია. ასევე, საერთაშორისო ჰოკეის ფედერაციამ 2020 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი გააუქმა.

0.131978