ფეხბურთი

2:27 | 22.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი: "დარჩით სახლში, ეს დაგვიცავს"

საქართველოს ნაკრებისა და სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს.

„დღეს როგორც არა ფეხბურთელი, არამედ ერთი რიგითი ქართველი, რომელიც სამშობლოდან შორს ვარ, მოგმართავთ თხოვნით ყველას, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ - დაიცავით ყველა ის მოთხოვნა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი მთავრობა მოგვიწოდებს, ეს დაგვიცავს ყველას, ასეთ დროს ყველამ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე და მათზეც, ვინც ახლა გასაჭირშია, ან უცხოეთში ჩემს მსგავსად მარტოა, იზოლაციაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ახლა მთელ პლანეტაზე იბრძვიან COVID-19-ის დასამარცხებლად“ - დაწერა პაპუნაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 21 აპრილამდე იქნება.

0.115777