თამაშგარე

10:32 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კარანტინზე მნიშვნელოვანი სოფია (ფოტოგალერეა)

"რეალის" თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა თვითიზოლაცია დაარღვია, მადრიდიდან ფეხი პირდაპირ სამშობლოში დაჰკრა და ადგილობრივი ხელისუფლება გააბრაზა.

არადა, ლუკას "მეტისმეტად საპატიო" მიზეზი ჰქონდა - შეყვარებულის დაბადების დღე. სერბი ფეხბურთელის გულისწორი მშვენიერი სოფია მილოშევიჩი, რის გამოც ლუკამ ცდუნებას ვერ გაუძლო. ახლა "რეალის" ვარსკვლავს, როგორც ჩანს, პოპულარობა და სახელი ვერ უშველის, სერბეთშიც თუ დაარღვევს კარანტინს, დაპატიმრება ემუქრება.

როგორც ჩანს, ლუკას სოფიას გამო ნებისმიერ რისკზე წასვლა უღირს. რა გასაკვირია, მილოშევიჩის სილამაზემ როგორც ჩანს, იოვიჩს ყველაფერი დანარჩენი დაავიწყა და თავადაც დარწმუნდებით 29 წლის მოდელის მშვენიერებაში.

0.128663