ფეხბურთი

17:49 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩმა „იუვენტუსს“ უარი უთხრა და „სევილიაში“ დაბრუნებას აპირებს

“ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „იუვენტუსში“ გადასვლა იუარა.

Marca-ს ცნობით, „იუვენტუსი“ მზად იყო 32 წლის ხორვატში 42 მილიონი ევრო გადაეხადა, თავად ფეხბურთელს კი იმაზე მეტ ხელფასს სთავაზობდნენ, ვიდრე ამჟამად აქვს. ასეთი გარიგება „ბარსელონასაც“ აწყობდა, მაგრამ ივანმა იტალიაში გადაბარგებაზე უარი თქვა და ესპანეთში დარჩა.

გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ რაკიტიჩს უკვე გარკვეული აქვს თავისი სამომავლო გეგმები. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ის დიდი ალბათობით, დატოვებს კატალონიურ კლუბს და „სევილიას“ დაუბრუნდება, სადაც 2011-14 წლებში თამაშობდა. ამ ვარიანტზე ხორვატის ოჯახიც თანახმა ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119304