ფეხბურთი

0:10 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს შეყვარებულმა კარანტინი დაარღვია

ჯორჯინა როდრიგესი, კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული, კუნძულ მადეირას ქალაქ ფუნშალის სავაჭრო ცენტრის ტანსაცმლის მაღაზიაში დაინახეს. არადა, კარანტინში, შინ უნდა ყოფილიყო - გვამცნობს El Desmarque.

ამასთან დაკავშირებით ჯორჯინა კრიტიკის ობიექტი გახდა, ის კრიშტიანუს მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებაშიც დაადანაშაულეს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო, კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს შინ ყოფნასა და მხოლოდ აუცილებელ საყიდლებზე გასვლისკენ მოუწოდებენ. რონალდუმ და ჯორჯინამ მხარი დაუჭირეს ამ ინიციატიაავს. მაგრამ ჯორჯინა ტანსაცმლის მაღაზიაში აღმოჩნდა დაცვასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ დროებით პორტუგალიაში დარჩა და იტალიაში არ დაბრუნდა, სადაც მის ორ იუვენტუსელ თანაგუმდელს, დანიელე რუგანისა და ბლეზ მატიუიდის კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118877