ფეხბურთი

18:16 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: „ეროვნული ჩემპიონატები აუცილებლად უნდა ჩამთავრდეს“

უეფას პრეზიდენტმა, ალეკსანდერ ჩეფერინმა, უარყო ინფორმაცია, თითქოს „ლივერპულმა“ შეიძლება ჩემპიონობა სეზონის ჩაუმთავრებლად მიიღოს. ის ბობოლა ჩემპიონატების ლიდერებს: „ბარსელონას,“ „ბაიერნს,“ „იუვენტუსსა“ და „პარი სენ-ჟერმენსაც“ გულისხმობდა.

„გავიგონე ყალბი ამბები, თითქოს უეფა მზადაა ჩემპიონატების ლიდერები სეზონის ჩაუმთავრებლად გამოაცხადოს გამარჯვებულებად. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ეს ტყუილია. ჩვენი მიზანი შეჯიბრებების ჩამთავრებაა.“ - განაცხადა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა as-მა ამას წინებზე დაწერა, თითქოს უეფა ჩემპიონობას სატურნირო ცხრილების ლიდერებს მიანიჭებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109406