კალათბურთი

11:14 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დონოვან მიტჩელს კორონა ვირუსი სიმპტომების გარეშე აქვს

"იუტა ჯაზის" კალათბურთელი დონოვან მიტჩელი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდგინდა, სატელევიზიო გადაცემაში Good Morning America-ში ჩაერთო, თავისი მდგომარეობის და კორონა ვირუსის შესახებ ისაუბრა.

"ასიმპტომატური ვარ, ანუ ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მაქვს. შემიძლია გარეთ გავიდე, ქუჩაში ვიარო, ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს. ზუსტად ესაა ამ ვირუსის ყველაზე საშიში მხარე. არ იცი ამ დროს ვის გადადებ და შემდეგ ის ვის გადასდებს. ყვლაფერი კარგადაა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ. ექიმები მეუბნებიან, რომ უნიკალური შემთხვევა ვარ, რადგან სიმპტომი არ მაქვს"- განაცხადა დონოვან მიტჩელმა.

მიტჩელს კორონა ვირუსი სავარაუდოდ მისმა თანაგუნდელმა რუდი გობერმა გადადო.

0.143611