ფეხბურთი

14:23 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერსონი: „ლივერპულის“ ადგილზე რომ „სიტი“ ყოფილიყო, ტიტულის გაუქმებაზე არავინ იდავებდა“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, პოლ მერსონმა, ჟურნალისტებს კორონავირუსის გამო შეჩერებული პრემიერლიგის თაობაზე გაუზიარა თავისი აზრი.

„ყველამ იცის, რომ „ლივერპულს“ უახლოეს მდევართან 25 ქულიანი უპირატესობა აქვს. ისინი ტიტულს 30 წელიწადია ელიან და თუ გაუუქმეს, ეს დიდი უსამართლობა იქნება. მათ ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ რომ ყოფილიყო, აჟიოტაჟი ასეთი არ იქნებოდა, რადგან ისინი შარაშანაც გახდნენ ჩემპიონები. „ლივერპული“ კი 30 წელიწადია პირველი აღარ ყოფილა. ეს ნამდვილი კინოსავითაა.

ცხადია, რომ „ლივერპული“ უკვე ჩემპიონია, მაგრამ მათემატიკურად ჯერ არაფერი მოუგია. საწყენი ვითარებაა. პრობლემა ისიცაა, რომ კლუბებს მატჩების თანაბარი რაოდენობა არ აქვთ ჩატარებული.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ყველაზე გონივრული გამოსავალი სეზონის ჩამთავრებაა, როცა ეს შესაძლებელი იქნება.

0.128842