ფეხბურთი

13:58 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "გულშემატკივრების გარეშე თასის აწევა საშინელება იქნება"

კორონა ვირუსის გამო ინგლისის ჩემპიონატი ფეხბურთში შეწყვეტილია. "ლივერპული" მეორე ადგილოსან "სიტის" 25 ქულით უსწრებს და წელს 30 წლის შემდეგ ჩემპიონი გახდება.

თუ შეხვედრები განახლდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ პირველ ეტაპზე შეხვედრები გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს. ამ ფაქტს "ლივერპულის" ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი გამოეხმაურა.

"ფანების გარეშე თამაში არავის უნდა. თუ ჩემპიონები ცარიელ სტადიონზე გავხდებით და ფანები ვერ დაგვინახავენ ეს ძალიან ცუდი იქნება. უნდა დაველოდოთ, როდის განახლდება ჩემპიონატი და როცა განახლდება, გულშემატკივრებისთვის მაშინ მოვიპოვებთ გამარჯვებას", - განაცხადა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, "ლივერპული" პრემიერლიგას 82 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.

0.1112