ფეხბურთი

1:59 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიას" ფეხბურთელმა კორონავირუსი უარყო

იტალიური „სამპდორიას“ მცველმა ომარ კოლიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. იმისდა მიუხედავად, რომ ორი დღის წინ ცნობა გენუელთა ვებგვერდზე გავრცელდა.

კოლის განცხადებით, მისი ტესტები უარყოფითი პასუხის იყო:

„ძვირფასო ოჯახის წევრებო, მეგობრებო და გულშემატკივრებო, მადლობა თქვენი მესიჯებისთვის და შეშფოთებისთვის. სისხლის ანალიზი და ფილტვების ტესტირება 12 მარტს გავიკეთე, პასუხი უარყოფითი იყო. მეორე დღეს ცხვირზე გამიკეთეს ტესტი და პასუხო დაუდგენელი გამოდგა. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩემი ოჯახი კორონავირუსისგან გადავრჩით. მადლობას ვუხდი „სამპდორიას“ დახმარებისთვის მხარდაჭერისთვის, რომელსაც დღემდე ვიღებ. ვლოცულობ ავადმყოფებისთვის და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც კორონავირუსთან საბრძოლველად დღე და ღამე იბრძვიან“, - დაწერა კოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორია“ იტალიურ კლუბებს შორის ამ დროისთვის ყველაზე მეტადაა დაზარალებული და 6 ინფიცირებული ფეხბურთელი ჰყავს.

0.111549