ფეხბურთი

23:36 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენც ადამიანები ვართ" - "გრემიოს" ფეხბურთელების პროტესტი (+VIDEO)

ბრაზილიური „გრემიოს“ ფეხბურთელების და მთავარი მწვრთნელის, რენატო პორტალუპის პროტესტი. საქმე ისაა, რომ გაუშუს შტატის ჩემპიონატში ადგილობრივი კონფედერაციის გადაწყვიტელით „გრემიოსა“ და „სან ლუიზის“ შეხვედრა არ გადაიდო.

ამიტომაც, მოედანზე ბრაზილიური გუნდის ფეხბურთელები ნიღბებით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ თამაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და პორტალუპიმ პრესკონფერენციაზე გაბრაზება არ დამალა.

„უსაფრთხოების მიზნით გულშემატკივრებს დასწრება აუკრძალეს, მაგრამ ჩვენზე ვინ იფიქრა? ჩვენც ადამიანები ვართ“, - აღნიშნა პორტალუპიმ.

აქვე გეტყვით, რომ თამაში „გრემიოს“ გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

თეგებიგრემიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103526