ფეხბურთი

15:12 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ალავესში" მომუშავე ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ალავესში" მომუშავე ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ტესტი კლუბში მომუშავე პერსონალის ნაწილს ჩაუტარეს და ორშაბათს დანარჩენ პირებზეც ჩატარდება.

დაინფიცირებულ პირებში კორონავირუსის სიმპტომები არ ახასიათებდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ალავესმა" ყველა ტესტის პასუხამდე ვარჯიში შეწყვიტა. აღნიშნულ კლუბამდე კორონავირუსი დაუდგინდა "ლეგანესის" გენერალურ დირექტორს.

თეგებიალავესი
0.101266