ფეხბურთი

13:50 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა მაისიდან განახლდეს

იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა 2 მაისიდან განახლდეს და 30 ვინისამდე გაგრძელდეს. აღნიშნული ინფორმაცია La Repubblica-მ გაავრცელა. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, გუნდები ვარჯიშს აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ, განახლებული ჩემპიონატის მატჩები თავიდან მაყურებლების გარეშე გაიმართება, ხოლო სეზონის ბოლოსკენ გულშემატკივრების დაშვება შეიძლება მოხდეს.

ამ ეტაპისთვის იტალიის ჩემპიონატი შეჩერებულია, ისევე როგორ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმრავლესობა. გადადებულია საკლუბო ევროტურნირების მატჩები და 17 მარტს უეფა გადაწყვეტილება მიიღებს თუ რა ბედი ეწევა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს. 15 აპრილის დღის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 21,157 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 1441-ს აღწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128881