ფეხბურთი

14:40 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი შესაძლოა აპრილის ბოლოს დაბრუნდეს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა აპრილის ბოლოს დაბრუნდეს. AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სუარესი ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს.

იანვარში ლუისმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და წინასწარი ინფორმაციით, მისი გამოჯანმრთელების პერიოდად ოთხი თვე განისაზღვრა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით კი ურუგვაელი ვადაზე ადრე დაუბრუნდება მოედანს, თუმცა ახლა ცნობილი არაა ლა ლიგა კორონავირუსის გამო როდის განახლდება. წინასწარი მონაცემებით ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატები აპრილამდე შეწყდა.

0.121221