ფეხბურთი

12:11 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მენდის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" მცველის ბენჟამინ მენდის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა. აღნიშნულის გამო მენდი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ჩემს გარშემო მყოფთა ტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ახლა მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში პასუხისმგებლობა აიღოთ, რათა დაიცვათ თქვენი თავი და ახლობლები." - წერს ინსტაგრამის გვერდზე მენდი.

როდესაც მენდის ოჯახის წევრებს საეჭვო ნიშნები შეატყვეს, ბენჟამინს თვითიზოლაციაში 72 საათის განმავლობაში ყოფნა ურჩიეს. ინგლისში კორონავირუსი "არსენალის" მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას და "ჩელსის" ფეხბურთელს კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუდასტურდათ.

0.118713