ფეხბურთი

0:10 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„სამპდორიის“ მეექვსე ფეხბურთელს აღმოაჩნდა კორონავირუსი

„სამპდორიის“ თავდამსხმელმა, ფაბიო დეპაოლიმ, თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

„გამარჯობა მეგობრებო. სამწუხაროდ, ჩემი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. მოგიწოდებთ, სანიტარული ნორმები დაიცვათ და შინ დარჩეთ.“ - წერს დეპაოლი.

მანამდე კორონოვირუსი „სამპდორიის“ კიდევ ხუთ მოთამაშეს: მანოლო გაბიადინის, ომარ კოლის, ალბინ ეკდალს, მორტენ ტორსბიუს და ანტონიო ლა გუმინას აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.12329