ფეხბურთი

23:50 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოლოვინმა "მონაკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

რუსეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა "მონაკოსთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2024 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გოლოვინი "მონაკოში" 2018 წლის ზაფხულში მოსკოვის ცსკა-დან 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში რუსმა ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114545