ფეხბურთი

21:58 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მოდით, სახლებში დავსხდეთ“ - სიმეონემ ქომაგებს მიმართა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა ჩაწერა გულშემატკივრების მიმართ.

„მინდა მოგმართოთ განცხადებით განსწავლულობის შესახებ. მოგიწოდებთ, სახლიდან გამოსვლისას ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მათზეც ვინც თქვენს გარშემოა. მოდით, სახლებში დავსხდეთ.“ - ამბობს საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში არგენტინელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი კორონავირუსის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ქვეყანაა. იქ ამ ვირუსის უკვე 5232 შემთხვევაა დაფიქსირებული, 133 ადამიანი გარდაიცვალა, 193 კი გამოჯანმრთელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12035