ჩოგბურთი

21:20 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP-მა სეზონი 6 კვირით შეწყვიტა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში ჩასატარებელი ტურის და ჩელენჯერის ტურნირები გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ATP-მა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ მიიღო.

ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის 26 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ასევე, შეზღუდვებია დაწესებული სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე და შესაბამისად, აღნიშნული გამკაცრებული მიდგომები ტურნირების ჩატარებას ხელს შეუშლიდა.

ATP-ის გადაწყვეტილების შედეგად 2020 წელს ინდიან უელსის მასტერსის შემდეგ მაიამის და მონტე კარლოს მასტერსებიც არ გაიმართება. აღნიშნული ექვსი კვირის განმავლობაში ბარსელონას 500-ქულიანი და ბუდაპეშტის, მარაკეშის და ჰიუსტონის 250-ქულიანი ტურნირები არ გაიმართება. ATP-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სარეიტინგო ქულებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

თეგებიATP
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120508