ფეხბურთი

22:05 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა "სევილიას" და "რომას" მატჩის საფრანგეთში ჩატარებას სთავაზობს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია "სევილიას" და "რომას" ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის გამართვას საფრანგეთში სთავაზობს. აღნიშნული ინფორმაცია Canal Sur Radio-მ გაავრცელა. აღნიშნული გუნდების დაპირისპირების გადადების მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა, რომლის გამოც ესპანეთმა იტალიასთან ფრენების შეზღუდვა დააწესა და უსაფრთხოების ზომების მიღების შედეგად თამაში დღეს ვერ გაიმართება.

Mundo Deoprtivo იუწყება, რომ უეფას აქვს უფლება გუნდებს შესთავაზოს ნეიტრალურ მოედანზე თამაში. ასევე, უეფას რეგულაციების მიხედვით, კლუბებსაც აქვთ უფლება შეთანხმდნენ და მოითხოვონ მათთვის სასურველ სტადიონზე თამაშის ჩატარება, ხოლო თუ ასეთი გარიგება ვერ მოხერხდება, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს. იტალიური გამოცემის II Messaggero-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი უეფამ "რომას" და "ინტერს" ევროპა ლიგიდან მოხსნა შესთავაზა.

ევროპა ლიგის კიდევ ერთი მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო "ინტერს" და "ხეტაფეს" შორის მილანში ვერ შედგება. აღნიშნული ორი მატჩის გარდა, ევროპა ლიგაზე მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართება მაყურებლების დასწრებით, ესენია: "ბაშაკშეჰირი - "კოპენჰაგენი" და "რეინჯერსი - "ლევერკუზენი", დანარჩენი მატჩები კი უმაყურებლოდ ჩაივლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117095