კალათბურთი

19:30 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დონოვან მიტჩელი კორონავირუსით დაინფიცირდა

„იუტა ჯაზის“ კალათბურთელ დონოვან მიტჩელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, მას შემდეგ, რაც რუდი გობერს COVID-19 დაუდასტურდა, კლუბმა ყველა მოთამაშეს ტესტი ჩაუტარა.

მიტჩელის ტესტი კი დადებითი აღმოჩნდა. ის „იუტას“ და NBA-ს მეორე კალათბურთელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუდი გობერს დაუდასტურდა. პარალელურად, კალათბურთელების გარდა ევროპაში ფეხბურთელებიც დაინფიცირდნენ - დანიელე რუგანი და მანოლო გაბიადინი.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, „ლესტერ სიტის“ სამი ფეხბურთელს კორონავირუსის სიპტომები აქვს.

0.109846