ფეხბურთი

16:53 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ 43-ე საშინაო მატჩში პირველად წააგო

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, მშობლიურ „ენფილდზე,“ „ლივერპულმა“ დამატებით დროში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წააგო (2:3) და ტურნირს გამოეთიშა (პირველი მატჩი 0:1).

ამისდაკვალად, „წითლებმა“ ფანტასტიკური სერია შეწყვიტეს, აქამდე ისინი შინ ზედიზედ 42 შეხვედრაში არ დამარცხებულიყვნენ. ბოლოს „ენფილდზე“ მათ 2018 წლის სექტემბერში წაეგოთ ინგლისის ლიგის თასზე „ჩელსისთან“ (1:2).

0.113967