ფეხბურთი

15:27 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლა ლიგა შეწყდა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ტურნირი შეაჩერა. ამის შესახებ ლა ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

კორონავირუსის გამო რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, 28-ე და 29-ე ტურები უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო, მაგრამ დღევანდელი ნაბიჯით გაურკვეველი ვადით ეს ორი ტური არ შედგება.

დანარჩენი კი დროთა განმავლობაში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ იტალიის სერია A-ს გათამაშებაც შეწყდა.

თეგებილა ლიგა
0.14464