ფეხბურთი

12:00 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფეხბურთელებმა "დორტმუნდის" დამარცხება ქომაგებთან ერთად იზეიმეს (+VIDEO)

"პარი სენ ჟერმენისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა კორონავირუსის საფრთხის გამო დახურულ კარს მიღმა, ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართა. თუმცა, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარიზელთა ათასობით ქომაგი სტადიონთან შეიკრიბა და საყვარელ გუნდს იქიდან ქომაგობდნენ.

თამაშის შემდეგ კი პსჟ-ს ფეხბურთელებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს, ხოლო ლაიუნ კურზავა როლებში ისე შეიჭრა, რომ მათთან ერთად იცეკვა კიდეც.

როგორც ჩანს, მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება გამოსავალი სულაც არაა და უეფას ევროთასების გაგრძელებაზე დაფიქრება მოუწევს.

0.114836