ფეხბურთი

15:16 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონია - კოსოვო უმაყურებლოდ: რა იქნება თბილისში?

ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმაყურებლოდ გაიმართება.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრის ვენკო ფილიპჩეს განცხადებით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი დივიზიონია, სადაც საქართველო - ბელარუსს შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, შეეძლებათ თუ არა „დინამო არენაზე“ ქომაგებს დასწრება. ცოტა ხნის წინ ლევან კობიაშვილის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვით უეფას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრონ და უმაყურებლოდ თამაში გამოსავალი არაა.

თუმცა, ტენდეციას თუ გადავხედავთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თამაში გადაიდოს, რადგან უეფას ჯერჯერობით ასეთი ნაბიჯი არცერთ ქვეყანაში არ გადაუდგამს. პარალელურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ტურნირები 1 აპრილამდე შეაჩერა და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამან ბელარუსთან მატჩის უმაყურებლოდ გამართვის ალბათობა ძალიან გაზარდა.

0.113725