Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_2161a50bcaefa6f25c57c7acce5f05e8 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_28de3dd3e11b822c905a19c8bb86f78d in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_292e3093954baad33243528add1d7876 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_30e6ae9300b3f7991ab0823f87d12d88 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_52c3d8329685da103adff0c9758742ec in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_58e6bcc399501c6a9a7ce4039f76d676 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_6a56f6ccfb32b1a1acb964117113d267 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_6c21c33d69e9635d4775242c503da2b0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_7ff66b7b3b7e091fd84f5cdda8f8f804 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_866ccd85f9a145e9f0064ed0c550b03a in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_95782d1bc046cbfe2370421adeef2b44 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_aee285746601ffb7eadc0e3e2627baa3 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_b4ee1a0975437e2997ef94d7d9272a7f in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_bb0dcdbadb75ff4ba2226c39caee274a in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_c908bb86802971aebd67448bd06b52ac in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_cd342c6776d49d55d3b1eda593210d45 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_f56a2dd17376e97d51bc214a6cdf080c in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_fd2a6955fd083029ff231beae61ebc5d in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71
საშიში დებიუტანტები
ფეხბურთი

3:28 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საშიში დებიუტანტები

სასწაული არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში როგორც მოსალოდნელი იყო ბერგამოს „ატალანტა“ და „ლაიფციგი“ გავიდნენ. ეს პირველი მატჩებიდან კარგად იკითხებოდა და გამოჩნდა, რომ სამი კვირის წინ დაფიქსირებული შედეგები ლოგიკას ექვემდებარებოდა.

"ლაიფციგიც" და "ატალანტაც" მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებენ. საერთოდაც, ბერგამოელები ტურნრის დებიუტანტები არიან, ხოლო გერმანელებს აქამდეც ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგა დაჭაშნიკებული, თუმცა ოდენ ჯგუფური ეტაპი. ახლა კი მეოთხედფინალში არიან, დებიუტანტების როლში და ნათელია, საჩუქარი არცერთი არავისთვის იქნება...

„ლაიფციგმა“ ლონდონში „ტოტენჰემის“ ძლევით გამოიჩინა, რომ შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და ეს საკუთარი პუბლიკის წინაშეც დაამტკიცა. იულიან ნაგელსმანის გუნდი 180 წუთის განმავლობაში აღემატებოდა ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემს“ და სრულად დამსახურებულად აგრძელებს ევროპის მთავარ ტურნირზე გამოსვლას.

ორმატჩიანი დუელის ბედი „რედ ბულ არენაზე“ მატჩის დასაწყისშივე გადაწყდა. ინგლისში მოპოვებულ მნიშვნელოვან უპირატესობას „ლაიფციგმა“ მარსელ ზაბიცერის დუბლი დაუმატა და ყველაფერი აშკარა გახდა. გერმანულმა გუნდმა ბოლოსკენ მესამეც გაიტანა და ორი მატჩის ჯამში 4:0 იმარჯვა. სხვათა შორის, მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე სამბურთაინი სხვაობით ბოლოს 2013 წელს, „რეალის“ თავკაცის რანგში „დორტმუნდთან“ (1:4) წააგო და ახლა თავისი ანტირეკორდი გამეორდა. სხვათა შორის, „ტოტენჰემმა“ მიმდინარე სეზონში ერთი ქვეყნის ორ წარმომადგენელთან ოთხი მარცხი განიცადა. ბოლოს ასე თავი „ლიდს იუნაიტედმა“ „გამოიჩინა“, როდესაც 2000-2001 წლების სეზონში ესპანურ გუნდებთან ერთ სეზონში ოთხჯერ დამარცხდა.

ამასობაში, „ლაიფციგის“ თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა ისტორია დაწერა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია (32 წლისა და 231 დღის), რომელიც პლეი-ოფის ეტაპი წარმატებით დაძლია.

„ლაიფციგი“ – „ტოტენჰემი“ 3:0 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:0 VIDEO

ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“

მაყურებელი: 42 146

„ლაიფციგი“ (3-4-3): გულაში; კლოსტერმანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი; მუკიელე (ადამსი 56), ლაიმერი, ზაბიცერი (ფორსბერგი 87), ანხელინო; ნკუნკუ (ჰაიდარა 59), შიკი, ვერნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ორიე (უოლკოტი 90), ალდერვეირელდი, ტანგანგა, სესენიონი; დაიერი, ვინკსი; ლო სელსო (ფერნანდესი 80), დელე ალი, ლამელა; ლუკას მოურა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 ზაბიცერი (10), 2:0 ზაბიცერი (21), 3:0 ფორსბერგი (87)

გაფრთხილება: ლაიმერი (50), ზაბიცერი (71) - სესენიონი (34), ვინკსი (45), ტანგანგა (68), დელე ალი (70)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 5(3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)

„ლაიფციგის“ პარალელურად ისტორიას „ატალანტაც“ წერდა. ბერგამოელებმა ჯერ კიდევ პირველ მატჩში დაამტკიცეს, რომ მასთან ხუმრობა არ შეიძლებოდა, როდესაც „ვალენსია“ 4:1 დაამარცხეს. „ღამურების“ ურთულესი ამოცანა იმან კიდევ უფრო გაართულა, რომ კორონავირუსის გამო „მესტალია“ დაიხურა და უმაყურებლოდ დარჩენილ „ღამურებს“ ფრთები დააჭრეს.

„ატალანტა“ უკვე მე-3 წუთზე იოსპი ილიჩიჩის პენალტით იგებდა და მართალია, მალევე კევინ გამეირომ გაქვითა გოლი, მაგრამ ტაიმის ბოლოს სლოვენიელმა ისევ პენალტით დუბლი შეასრულა. აქ ყველაფერი ცხადი გახდა. ესპანელებმა ერთი გაბრძოლება გაბრძოლეს, მიჯრით ორი გოლი გაიტანეს და 67-ე წუთისთვის წინაც გავიდნენ, მაგრამ ილიჩიჩის გაჩერება შეუძლებელი გახდა. სლოვენიელმა პირველ ტაიმში შესრულებულ დუბლს მეორეშიც დუბლი დაუმატა და პოკერი გაიფორმა. საბოლოოდ, 4:3 და ორი მატჩის ჯამში - 8:4.

ჩემპიონთა ლიგაზე რა ფორმაში მყოფ „იუვენტუსს“, „მილანს“ ან „ინტერს“ არ უთამაშიათ, მაგრამ ფაქტი უტყუარია: „ატალანტა“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა! გარდა ამისა, ბერგამოელები „ლესტერის“ (2016-2017 წლების სეზონი) შემდეგ პირველი დებიუტანტია, რომელიც მეოთხედფინალში გავიდ. იტალიური გუნდებიდან კი ბოლოს დებიუტანტის რანგში იგივე შედეგი რომის „ლაციოს“ (1999-2000 წლების სეზონის) ჰქონდა. ილიჩიჩზეც უნდა ვთქვათ. ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მხადარმხარ დადგა! დიახ, სლოვენიელი ლეგენდარული ფეხბურთელების შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის სტადიაზე ორრაუნდიან დუელში მინიმუმ 5 გოლი გაიტანა.

მოკლედ, „ატალანტა“ აგრძელებს ჩვენს გაოცებას და ისტორია დაწერა. სხვათა შორის, ფეხბურთელებმა გამარჯვება გასაჭირში მყოფ ბერგამოს მოსახლეობას მიუძღვნეს,სადაც კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვიან.

საერთოდ, კორონავირუსი ჩემპიონთა ლიგასაც ემუქრება და ფეხბურთელთა ასოციაციამ უეფას ტურნირის შეჩერებისკენ მოუწოდა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე კი ფაქტია, „ლაიფციგი“ და „ატალანტა“ მეოთხედფინალში არიან. დღეს კიდევ ორ მეოთხედფინალისტს ველოდებით: „ლივერპული“ ან „ატლეტიკო“, „პარი სენ ჟერმენი“ და „დორტმუნდი“.

„ვალენსია“ – „ატალანტა“ 3:4 (1:2) - ორი მატჩის ჯამში: 4:8 VIDEO

ვალენსია, „მესტალია“

უმაყურებლოდ

„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; ვასი, კოკლენი (ჩერიშევი 74), დიახაბი (გედეში 46), გაია; ტორესი, პარეხო, კონდოგბია, სოლერი; გამეირო, როდრიგო (ფლორენცი 79)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

„ატალანტა“ (3-4-1-2): სპორტიელო; ჯიმშიტი, კალდარა, პალომინო; ჰატებური, დე რუნი (ძაპატა 44), ფროილერი, გოსენსი; პაშალიჩი (ტამეზე 83), ილიჩიჩი, გომესი (მალინოვსკი 78)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (3, პენ), 1:1 გამეირო (21), 1:2 ილიჩიჩი (43, პენ), 2:2 გამეირო (51), 3:2 ტორესი (67), 3:3 ილიჩიჩი (71), 3:4 ილიჩიჩი (82)

გაფრთხილება: კოკლენი (33), დიახაბი (42), კონდოგბია (58), ვასი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 9 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085978