ფეხბურთი

16:21 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ამაში მისი ღვაწლი დიდია" - ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯემალ ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის XXI ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ Championat-მა გამოარჩია.

შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ვალერი გაზაევის აზრით, რომელიც აღნიშნული გამოცემისთვის ტურის სიმბოლურ ნაკრებებს ადგენს, ამაში ტაბიძის როლი დიდი იყო:

„უფა“ სანქტ-პეტერბურგში არ დამარცხებულა და ეს დიდებული შედეგია. ამაში ტაბიძის ღვაწლი ძალიან დიდია, მას არცერთი ორთაბრძოლა არ წაუგია და თავდაუზოგავად იცავდა თავს“, - წერს რუსული გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 23 წლის ტაბიძეს რუსეთის პრემიერლიგაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა, ხოლო „უფა“ 21 ტურის შემდეგ 26 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118576